პროზა

“მოთხრობების წერა ნიკო ლომოურმა დამაწყებინა. პირველად დავწერე “ნიბლია” (1886წ.)”.

თედო რაზიკაშვილი

“დიდად პატივცემულო ბატონო თედო! შარშან რაღაცას გვიწყრებოდი მგონია, თორემ ერთ მოთ ხრობას ხომ მაინც გამოგვიგზავნიდით. წრეულს იმედია გულს მოიბრუნებთ ჩვენსკენ, მომწერეთ რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისთანა, მოგაბრუნებინოთ გული და თქვენებურად მშვენიერი მოთხრობები დაგაწერინოთ. ჩვენ თუ გვიწყრებით, ბავშვებს რისთვის აკლებთ მოთხრობებს, განა ამის უფლება გაქვსთ თქვენ, როგორც მწერალს? გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა “ნაკადულის” სვე-ბედში ისე, როგორც ღებულობდით, და მოთხრობები მოგვაწოდოთ”.

ნინო ნაკაშიძე.
საბავშვო ჟურნალ “ნაკადულის” რედაქტორი
1911 წლის იანვარი