ფოლკლორი
"უმთავრესი სამსახური, რომელიც თედო რაზიკაშვილმა გაუწია ჩვენს ლიტერატურას, არის ხალხური ნაწარმოებების შეკრება და გამოქვეყნება".
"ქართული ზეპირსიტყვიერების მასალების შეგროვების საქმეში თედო რაზიკაშვილის დამსახურება განსაკუთრებით დიდია. ფოლკლორული ნაწარმოების ჩასაწერად თედოს მრავალგზის შემოუვლია ქართლის, კახეთის, ფშავის, ხევსურეთისა და თუშეთის სოფლები. მას საკუთარი ხელით ჩაუწერია ამ რაიონებში მოსმენილი ასობით ხალხური ლექსი, ამოცანა, ზღაპარი და თქმულება".
"მამაჩემი არ ზოგავდა არც დროს, არც ძალ-ღონეს; სადაც არ უნდა ყოფილიყო: ლხინსა თუ ტირილში, ქორწილსა თუ ნათლობაში, ხვნაში, მკაში, მინდორში, ბაღში, გზაში, სკოლასა თუ დუქანში, ყოველთვის თან ჰქონდა ქაღალდი და ფანქარი, იწერდა გაგონილ გონებამახვილურ სიტყვებს, ანდაზებს, გამოცანებს, თქმულებებს, ლექსებს, გადმოცემებს. კარგი მთქმელები სახლშიაც მოჰყავდა. ალაპარაკებდა, ეშაირებოდა, აშაირებდა მათაც, რომ რაც შეიძლება მეტი ეთქვათ, თვითონ კი ჩაეწერა".