გარიელა

გაზაფხულია. ჭაბუკის წვერ-ულვაშით ახლად აბუსუსებული ბალახი საამურად ბზინავს თბილსა და მხიარულს დღეში. გასაშლელად მომზადებული კვირტები ნელა-ნელა, შეაუმჩნევლად იხსნიან მაგრა შეხვეულს და შეკრულს, ზამთრის სიცივისგან შეშინებულს, საკიდძებს გულზედა, საიდანაც გამოჩნდებიან ჯერ ქორფა მცვანე და რბილი ფოტლები და მერე ათასეფერი მრავალ სამოსელიანი ყვავილები; ყვავილების გულში, ვინ იცის როდის, ჩასხდებიან პატარა ნაყოფები. მრავალჯერ მრავალი ბუზი გაცოცხლებულა და გაუმართავთ ნაზამთრი ფრთები, არხეინად დაფრინავენ და ნელს და ბოხეს ხმაზედ დაბზუიან, თითქოს ბუკს აყვირებენო.

***

აგერ თამარ დედოფლის ბაღში ვართ, თამარიც იქ ბრძანდება; აუზში მოთამაშე გარიელას შესცქერის. გაიელა სიამოვნებაში ხან ჩაეშევბა აუზის ძირისაკენ, ჩაიყურჭუმელავბს წმინდა ნაკადში და ერთ წამ გაჰქრება, მაგრამ მეორე წამს, მეორე ნაპირზე ამოჩნდებოდა, თითქო გაუმარჯვნიაო და ამაყად თავაღებული წყალს უწყებს მხრებით ცემას და ტყაპუნს; ხან დაიხრება, და ფრთების ცემით გაქან-გამოქანებული ზვირთით კისერზედ და ზურგზედ გადასდის. ცვარი წყალი კი არ ადგება ზედა, ისევ ლამაზი და კოხტაა. ნეტა რატომ არ უხუნდება ის მუქი მცვანე საცმელი, შიგადაშიგ რომ მომხიბვლელად თეთრ-წითლად მოუქარგიათ?! Gარიელასაც ის უხარიან, რომ საქარტველოს სადიდებელი და სალოცავი თამარი თავს დასცქერის, მეტი რაღა უნდა გარიელას? Aრ არის კმაყოფოლი? რამდენი ოქროსფერი თევზები ბუდობენ აუზში; ვინ დაუშლის გარიელას დაიჭიროს რამდენიც უნდა. Mაგრამ აგერ გარიელა მაღლა ჰაერს შეაჩერდა უცებ, მხრები ჩამოუშვა და წყალზედ გაშეშდა. თავი გადიხარა, კისერი აიგრძელა და ცალი თცალი ცის უფსკრულს მიაჩერა.

- რას შესცქერი, გარიელა, ითამაშე! ქორი ხომ არ დაინახე და იმან შეგაშინა? - ეკითხება თამარი.

გარიელა ხმას არ იღებს.

- შავარდენმა ხომ არსად დაიკივლა და შენ გული შეგენძრა, ჩემო ლამაზო, რა არის შენს თავსა?

გარიელა გარინდებული და გაქვავებული ისევ მაღლა იცქირება.

-ავად ხომ არ ხარ და მიკვდები, გარიელა? - ეკითხება თამარი, მაგრამ გარიელა უძრავად ზის და გაუნძრევლად ისევ მაღლა იხედება.

თამარმა ხელი წაავლო გარიელას, თითქო იმისი გამოფხიზლება უნდაო, მაგრამ გარიელა ისევ ცისკენ შეიცქირება, სხვა სიციცხლის ნიშანი იმას აღარ ეტყობოდა. თამარმაც შეიხედა მაღლა, მაგრამ იქ წეროების გუნდის მეტი ვერა დაინახა. Gაბმულან შორს, შორს და მაღლა მიეშურებიან ჩრდილოეთისკენ, გარიელა იქნება იმათ უცქერის?

მიდიან ცეროები, მიპრინავენ აჩქარებითა. აგერ მიიმალნენ თვალთაგანაც. აგერ ბატებმაც გადაიარეს, საოთებმა, გედებმა. Gარიელა ისევ უძრავადა ზის და შესცქერის გუმბათსა. მზე ჩაწვერებულა და ორიოდე შუბის ტარიღა აქ ჩასასვლელი.

აი ფრთების ხმა უფრო ახლო მოისმის. აგერ იმათ თავზე გარიელებმაც გადაიარეს, ისინიც ჩრდილოეთისკენ მიეჩქარებიან. Gარიელა უცებ გაცოცხლდა, მხრებით ერთი გაუტყლაშუნა წყალსა და ჰაერში აფრინდა, გაშალა მხრები, ორჯერ თუ სამჯერ კამარა გააკეთა, უნდოდა გაჰყოლოდა თავის მოძმეებს, მაგრამ თითქოს მოაგონდა რაღაცაო. თოფნაკრავივით თამარის ფეხებთან ჩამოეშვა. რაღა გარიელაიყო! აღარც სიცოცხლე, აღარც სხვა სიხარული იმს აღარ ემჩნეოდა. მხოლოდ თამარსღა შესცქეროდა, თითქოს ომის სიცოცხლე იმაზე ჰკიდიაო. თამარი მიხვდა, აიყვანა ხელში გარიელა, გადაუსვა მხრებზედ და გულზედ თავისი ბროლიოს თითები და ალერსით უთხრა:

- წადი, ჩემო ტურფავ. წადი გაფრინდი შენს ძმებთანა. მე ხელს არ შეგიშლი, გაფრინდი, გარიელ, ღმერთმა გაგაბედნიეროს! ვინძლო არ დამივიწყო კი. მე შენ თავისუფლებას ვერ წაგართმევ; წყეული იყოს და შეჩვენებული, ვინც სხვას თავისუფლება მოუსპოს. Iხარე, შენც, როგორც ერთი ვინმე ხარობს თავისუფლებითა! - ეს უთხრა და ააფრინა ჰაერში.

გარიელამ მხრებგაშლილმა ერთი შეინავარდა, ერთი შეითამაშა და ისარივით გაეშვა თავის მოზმეებისაკენ.

თამარი დიდხანს გასცქეროდა მიმფრინავის კვალსა, სანამ სულ არ მიეფარა, ეხლა ის ტყვე აღარ იყო.

***

გარიელას ამბავი გრძელი არა იყო. ერთმა მონადირემ მოართვა თამარს პატარა გარიელა. თამარამაც გაზარდა, აჭმევდა თავის ხელითა და ეფერებოდა, ჩაჰსვამდა აუზში და თვითონაც თავს ადაგა ხოლმე იმის ჭყუმპალაობას. თამარს გუილტ უყვარადა გაირიელა.

მალე გაფრინდა ზაფხული, თამ გაიყოლა დარიეანი და თბილი დღეები. დარჩა წვიმა და ტალახი. Gაიცარცმა მთა და მინდორი, გახმა ჭალაში ბალახი. ხეებიდან ფოთოლმა დაიწყო ჩამოცვივნა და ჩრდილეოთიდან ფრინველებმა დენა სასამხრეთოდ. გაზაფხულითაც წეროებმა ფადაიარეს წინა და შემოდგომითაც ისევ ისინი მოდიან. გაუბამთ სიმღერა და ნაცნობს ქვეყნებს ატყობინებენ:

"ჩრდილოეთიდან მოვდივართ,
უკან მოგვყვება ზამთარი;
მიურბით სამხრეთისაკენ,
იქ თბილი მზათ არი.
დავტოვეთ ცივი ყინული,
ჭაობიანი ციმბირი,
იქ ლხინს და ნეტარებასა
აქ გვირჩევნია სიკვდილი!
წესი გვაქვს, მივეჩქაებით,
თბილს ვეტანებით მხარესა,
მაგრამ მალი-მალ თქვენსასა,
ამბავსა ვკითხავ მთვარესა;
მალე მოგიყვანთ ისევა
გაზაფხულს გასახარელსა!"

ბევრი ჩვენცვ მივნატრებთ წეროებს, რომ ასე თავისუფლად მიდიან და მოდიან. წეროებს ბატები და საოთები მოსდევენ უკანა; ყველანი ქვეითკენ მოდიან. - ნეტა გარიელები სადღა არიან, ისინი კი არ მოფრინდებიან? – გფიქრობს თამარი.- იქნება ჩემი გარიელა მოკლა ვინმემ? იქნება გზაზედ დაიღალა და დარჩა სადმე? ან იქნება არწივმა მოიტაცა და გარიელა

შეუბრალებლად დაგლიჯა? ან იქნებ დავავიწყდი, ცოცხალი იყოს და აღარ ვახსოვდე? ან, რად ვეხსომები, იქ არ ურჩევნიან, თავისუფლად, თავის ტოლებში?

ასე ფიუქრობდა თამარი, მაგრამ გარიელამ არ დაივიწყა თავისი თამარი; ის გაშურებული მიფრინავდა თავის მხსნელთან. Aგერ გარიელას გუნდი გაუსწორდა სასახლეს, ერთი გარიელა გამოერჩია ბრბოდან და დაეშვა დაბლა; აგერ თამარისა ფეხებთან დაეცა და მრებგაშლით მიუალერსა. Dაიხარა თამარიც და დაუწყო კოცნა და ალერსი გარიელასა. ღოცა თამარი ხელს უსვამდა გარიელას თავზედ, თითქო ეხლა კი ისი სიკეთე გადაუხადაო, შემოჰკრა მხარი-მხარსა, აფთხა, აიწია ჰაერში, ერთი კიდევ დაჰტრიალდა და თავზედ ნიშნად გამოთხოვებისა გაოცებულ თამარს და წავიდა სამუდამოდ, გაჰშორდა ტყვეობის ქვეყანასა.

- მშვიდობით, გარიელ მშვილობით! - მიაძახა თვალცრემლიანმა თამარმა. - იყავ დღეგრძელი და ბედნიერი!

***

მობრუნდა თამარი სასახლეში, მართალია, ცრუმორწმუნე არ იყო თამარი, მაგრამ ამ ამბავმა დააფიქრა კი. რა იყო ან გარიელას ისე მოსვლა, ან ისევ უცებ წასვლა, ან ის სამი ჩხირი საიდან მოიტანა, ან რისთვის ან რადა. - რაღაც სასწაულმოქმედი კი უნდა იყოს ეს ჩხირები, - ფიქრობდა თამარი, - რომ გარიელამ ამითი გადამიხადა მადლობა. თამარმა დაუძახა მაშინვე თავის ჯარისკაცებს და გადასცა ის ჩხირები საცდელად, თუ რა იყო. ჟარისკაცებმა სცადეს ჩხირები, ბევრი აცოდვილეს, მაგრამ ვერაფერს მიხვდნენ. ბოლოს ერთი ჩხირი ღვინიან თასში ჩააგდეს. აი, დიდება ღვთის განგებასა, ღვინო სპილენძად იქცა, კიდევ დაასხეს, კიდევ იქცა სპილენძად, ეხლა მეორე ჩხირი ჩააგდეს ღვინოში, ის ვერცხლად იქცა. მესამე ჩხირმა ოქროდ აქცა. ამით გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.

-ვინ მოგართვათ, სად იშოვეთ, ვინ მოგცათო, - ეკითხებოდნენ თამარსა.

-ღმერმაო,- უპასუხა თამარმა.

***

გამდიდრდა სახელმწიფოს ხაზინა. Gამდიდრდა საქართველო. გაძლიერდა თამარი, გავარდა სახელი ქვეყნის კიდემდე. განათლდა საქართველო, სოფელი არ არის, თამარს ეკლესია არ აეშენებინოს; დაბა და ქალაქი არ არის, ციხე-კოშკები არ აღემართოს; მდინარე არ არის, ხიდი არ გაედვას; უვალი არ არის, სავალი გზა არ გაეყვანოს; კაცი აი იყო, წყალობა არ ექნას. დაიმართა მრავალი სკოლები და აყვავდა საქართველო. ჭეშმარიტად მაშინ იყო საქართველოს ოქროს დრო! თამარმა გამრავლებული ჯარით სულ ცხვირიდან ძმარი აადინათავის მტრებსა. თყუილად კი არ არის ნათქვამი:

“თამარ დედეფალი ვიყავ,
თავი ზეცამდის ავიღე;
სტამბოლს ხმალი ვკარ,დარუბანდს,
შამს საბალახე ავიღე.
ზღვაში სამნები ჩავყარე,
ხმელეთი ჩემკენ მოვიღე;
უსიერი მთა გავკაფე,
დიდი შარა-გზა გავიღე;
ღადაღუდა ტყე ვიარე,
ქედზედ საყდარი ავიგე,
ვადიდე ჩემი ქვეყანა,
სახელიც დიდი დავიგდე!”

1892 წ.