ლექსები

პირველად ჩემი ლექსი “გუთნისდედის სიმღერა” “ჯეჯილში” დაიბეჭდა 1890 წელს”.

თედო რაზიკაშვილი


“ჯეჯილი” პირველი ქართული საყმაწვილო ნახატებიანი ჟურნალი იყო. გამოდიოდა თბილისში 1890-1923 წლებში. “ჯეჯილის” გარშემო შემოიკრიბნენ ქართული ლიტერატურის მოწინავე წარმომადგენლები, მათი დახმარებით ჟურნალმა სულ მალე დიდი პოპულარობა მოიპოვა. წლების განმავლობაში ის ერთადერთი საყმაწვილო გამოცემა იყო საქართველოში. ჟურნალი ემსახურებოდა მოზარდი თაობის გონებრივ განვითარებას, მის მიერ კულტურული მემკვიდრეობის ათვისებას, ბუნების შეცნობას, უღვიძებდა მას პატრიოტულ გრძნობას.

ჟურნალში იბეჭდებოდა ასევე თარგმანები რუსული და ევროპული ლიტერატურიდან. ჯეჯილის აქტიური თანამშრომლები იყვნენ რაფიელ ერისთავი, აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, თედო რაზიკაშვილი, გიორგი წერეთელი, შიო მღვიმელი, ეკატერინე გაბაშვილი, ლადო აღნიაშვილი და სხვები.