ძმასთან მიწერილი

იმ აზრზედ ვიდეგ, რომ ქვეყნად
არ აქვს თვალხილულს სამღერი,
რომ ჩვენთვის მუდამ მზად არი
მტკაველი მიწის ნაჭერი.
შენ-კი არა გძულს სოფელი,
გიყვარს ცხოვრების ნამქერი;
სთქვი: “სირცხვილი ტირილი,
არ არის კაცის საფერი!”
რა ვქნა მე, დაღონებულმა,
თუ თვალზედ ცრემლნი ჩადიან,
რა ვქნა, თუ ვჩივი და ვგლოვობ,
განა ტირილი მწადიან!
ბარემ მსურს, შემშრეს, თვალები
ტირიან, არა ჰჩადიან!
ძნელია ვაჟკაცისათვის,
ქედი ედრიკოს სევდასა,
ეტაროს გუილტ ვარამი,
როგორც ყმაწვილი დედასა.
ძედ ბედი სცემდეს ხვედასა!

*
გვიჭირს და გვიჭირს ცხოვრება,
მძიმეა წუთი-სოფელი,
არ არის მუჭა მიწისა,
ენისა დასაწობელი,
რომ გუბე ჩვენის სისხლისა
არ ადგეს აუშრობელი.
მეც გავარიე სოფელში
მესმა მის მწარე ნაღარა,
ამდენმა ამაოებამ
სული სრულიად დაღალა.
გული გაწყალდა, უდროოდ
გამომერია ჭაღარა.
ლეში დასუსტდა და შუბლი
მრავლად კოპებმა დაღარა.
მიწიერთ წარმავლობა,
ვაჰმე, მიტაცებს აღარა!
რა ვქნა, რა შავი მიწა ვქნა,
მიქას ფეხს ვადგამ,
მაგრა სდგას,
ცას შევცქერ ტკბილად მღიმარსა,
არც რას ის მშველის, ცრემლს ვყლაპავ
თვალებზე ჩამომდინარსა!
ბეჩავი ჩემი ცხოვრება
ლამის ბოლომდი გავლიო,
ჰაერი ვყლაპო, მზე ვჭვრიტო,
ფეხი მიწაზედ ვავლიო,
მაგრამ ეს ტანჯვის ფიალი
ვეღარ და ვეღარ დავლიო.
საწყალის დატანჯულისა
ჟამი უჟამოდ წავიდა;
შიცოცხლემ ფასი დაკარგა,
სოფელში აღარ გავიდა,
ლუკმა ვეღარვინ შეჭამა,
ყელში სიმწარით ჩავიდა.
ისიც გაგვშორდა, წავიდა,
ვინც აქამდის გვფარვიდა.

*
დამჯდარი სატირელზედა
ვგლოვობ სამშობლოს ზიანსა,
გულ ამოსკვნილი ენასა
ვეღარ ვძრავ შხამით ცვრიანსა.
ვტირი და ვტირი, რომ ვხეცავ
ქვეყანას ნაოხრიანსა.
მიყვარხარ ცემო სამშობლოვ,
გეტრფი და გენაცვალები,
შენი სურვილიც ვატარო,
სანამ ლეშს ჰზიდნენ ძვალები.
ცოცხალი შენი შვილი ვარ,
მკვდარიც შენ მოგებარები,
წყეული ვიყო, ვტყუდე,
დამეხშოს ქვეყნის კარები.
ვიცი, რომ ენით ლაპარაკს
ფასი არა აქვს წონაში;
ვიცი, რომ სიტყვა უსაქმოდ
მალე გაჰქრება ხსოვნაში.
მაგრამ თუ გული სავსეა
დიდ ტანჯვის ნაგუბარებით,
შორს მოჩანს კიდე დიდი ხნის
სახედი, სანუკვარებგით.
რას იზამს გული ქოლვილი,
ხან ამას სწვდება, ხან მასა,
დღეს ერთში ეძებს სიცოცხლეს,
ხვალ მეორეში დანასა.
ჟამმა და ბედმა ამრიგად
ჩვენი ცხოვრება დანასა.
ვაჰმე, რომ სიტყვას და საქმეს
დიდი სჭირს სხვა-და-სხვაობა,
ბევრი თქმით მტრედად გვეჩვენა,
საქმით გასწია სხვაობა.
“ჩვენა ვჯობივართ ძველებსა”,
ამბობს ახალი თაობა.
საქმით კი ვერა გვიჩვენა,
ვერაფრითა ქნა თაობა.
დაწვრილდით, როგორც დაწვრილდა
ჩვენი გრძნობა და ნდობანი;
აქამდი მაგრა ზემდგომთა
გვერგო ქვე მიწას ჯდომანი.
მრავალნი წავლენ, მრავალნი
ძაფხულნი, შემოდგომანი,
სანამ ჩვენ კიდევ გვერგება
ფეხზედ წინანდლებრ დგომანი
და ჩვენ მგოსანთა ვალია,
ვიტიროთ ქვეყნის ზიანი,
აწმყოთი ტანჯულთ მყობადი
ვაუწყოთ სინათლიანი.
გულს შხამი ვასვათ და ვასვათ
ტანჯულთ და გვემულთ ზიარი!!