არ გზარავს

***
არ გზარავს, ბავშო, შენ ეგ ბორკილი?
მე კი მაძრწუნებს მის ხმაურობა,
შენ კი ბავშვი ხარ ვით კრავი მგელსა,
ეთამაშები, გიყვარს ხუმრობა.

აბა, ასწიე, მძიმეა განა,
სატარებელი გაჭირვებია;
ცივია, ცივი, ვით სამარის ქვა,
ვერვინ გაათბობს მწუხარებითა.

ჯერ პაწაწა ხარ, ბორკილიც გწუნობს,
ძირსა ვარდება, არ გდგება ზედა;
მერე გიამბობ მაგის ამბებსა,
შეგეპარება გულში რა სევდა.

ბრძოლაში მკლავი გაგიმაგრდება,
ქვეყნისა გმინავს თან შეეზრდები;
აღარც ბორკილი ჩამოგვარდება,
კარგად მოგივა, შეუყვარდები.

ნუ გეჩქარება, ქვეყნის მჩაგვრელსა
მალე იგემებ ბორკილის ძალსა.
და მის შემმუსვრელს, ყრმაო ოცნებით
გამოიხატავ ტკბილს იდეალსა!

1899 წ.