ქურდი

ჯერ ისევ ადრე იყო, როცა რეზიკოს მამა გორიდან მოვიდა და საახალწლო ტკბილეულობა მოიტანა. შხვადასხვა ჯურის კამფეტები პარკებით, ინდის ხურმა, მყინვატშაქარი, ქიშმიში, ნუში, თაფლი და სხვა. ყველა ეს ფანჯარაზე დააწყო. ამ ფანჯარასთან იდგა რეზიკოს საწოლიც. ხვალ ახალწელიწადი იყო დაყ ველა ემზადებოდა ბედნიერი დღისათვის. შეძლებული გლეხები ღორებს ფუფქავდნენ ზოგო ახლაც აჭყვირებდა ბურვაკსა.

ღეზიკოს დედაც გოზინაყისათვის კაკალს ამტვრევდა.რეზიკო ნიგოზს, არჩევდა, უღლებს ჰყრიდა. ხანდახან პირშიც ჩააპარებდა ხოლმე.

-დედი, ხო მარ გამიჯავრდები, რომ ეს ცოტა შავი ნიგოზები შევჭამო ხოლმე?!

- მიირთვი, შვილო, მიირთვი, ბევრი კი არა შეჭამო,თორემ ყელს დაგწვავს და დაგახველებს.

გახარებული იყო რეზიკო. შულ ახალ-ახალი ტანისამოსი და წაღები ჰქონდა ამისთვისდედას შენახული. ის დიდრონი კამფენტიც ამისი იყო, პარკიდან რო კოხტად ამოეშვირა ფოჩები, თითქო რეზიკოს აჯავრებსო.

- რა იქნება რომ ის კამფეტი დღესვე ვნახო, ერთი რა ფერია, იმ ჭრელ ქაღალდქვეშ, ან რა გემოსია. ხვალ ხო სხვებიც მომილოცავენ.

- დედი, არ იქნება, რომ ერთი დიდი კამფეტი ამოვიღო და გავფრცქვნა, ვნახო და მერე ისევ შევახვიო?

- არა შვილო, როგორ იქნება. მოითმიმე ამაღამაც და ხვალ აქ არ იქნება!

ამ დროს ტაფით გოზინაყს საამურად გაჰქონდა შიშხინი და ტკაცა-ტკუცი. ღეზიკოს დამწვარი თაფლის და ნიგვზის სუნი ცხვირის ნესტოებში უღიტინებდა.

შაკმაო გოზინაყი ჭამა რეზიკომ, ტაფა მოფხიკა და გოზინაყიან თეფშებს შეციებული გვერდები უციცქნა. მაინც ამ კამფეტის ჯავრი არ მოეშვა, ზედ რომ ფერადი წამლებით დახატული პატარა ბიჭი შემოღრეჭოდა.

- დაიძინე გენაცვალოს დედა, დაიძინე, ხვალ ადრე უნდა ავდგეთ, რომ ადრე ადგომა დაგვეკვებოს.

ჩოტა ხნის შემდეგ, კამფეტის ახლო, ტახტზე ხვრინავდა ჩვენი რეზიკო და სიზმარში სულ ჩურჩხელები, გოზინაყი და ის დიდი კამფეტი ელანდებოდნენ.

- აბა, თუკი კარგი ბიჭი ხარ, მობრძანდი რაღაც რეზიკო ხარ, - უძახის დიდი კამფეტი და თან მუშტს უღერებს,- ისეც ჩაგცხებ კბილებში, რომ სულ ჩაგამტვრიო! . . მობრძანდი, რაღა, - უგდებს ენას კამფეტი და დასცინის,- აბა თუ კაი ბიჭი ხარ! უჰ, რამოდენა გაზრდილა კამფეტი. ღა ყვითელი თმა ასხია, რა ცისფერი თვალები აქვს! ღა კოხტა წაღები აცვია და მშვენიერი ხალათი!

- მაგას ვერც კი მოვერევი,- ფიქრობს რეზიკო,- ჯობს ჩუმათ ვიყო,- რეზიკო ჩუმად არის, მაგრამ ხალხი ირევა, აგერ ახალ წლის მოსალოცად მოდიან ნაცნობი, უცნობი ბავშვები.

დიდ კამფეტსაც ამხანაგები მოსვლია. ძოგი მოგრძო კამფეტი ამომძვრალა და თეფშზე წამოწოლილა, ზოგი სულ გაუფცქვნიათ, ერთი ბეწო ქაღალდი აღარ ახვევია, ზოგი შაქრის კუჭალასა ჰგავს. ყვირიან, იცინიან, აფხაკუნებენ. აგერ დაჰსტაცეს ხელი ბიჭებმა კამფეტებს და დაუწყეს ჭამა. ძოგი ფცქვნის, კვნეტს, სულ ხრაშა-ხრუში უდგიათ.

ღოცა რეზიკოს გამოეღვიძა, ოთახში სანათი ძლივსღა ბჟუტავდა.ყველას ეძინა. კარგა ხანს იფშვნეტდა თვალებს, ეძებდა სიზმარში ნანახ ხალხს, მაგრამ არსად არავინ იყო. ბუხართან კატა კრუტუნებდა, დედასაც იქვე ახლოს ეძინა. რეზიკომ ჯერ დააპირა დედისთვის დაეძახნა, იფიქრა:”ახლა დრო იქნება აბრამიანთ სახლს შემოუაროს მამაჩემმა და დაგვაბეროსო” - მაგრამ ამ დროს თავის გვერდზე დალაგებული პარკები მოაგონდა:

-რა უშავს, რო ვნახო, სანამ გაუღვიძნიათ, რა ჯურის ხილია? ქურდობა ხომ არ იქნება, რომ დამეკვებოს, მერე ასე ახლო აწყვია.

ჭამოჯდა რეზიკო ლოგინში. ჟერ ყური დაუგდო, ღამე იყო და თუმცა სანთელი ენთო, მაინც როგორღაც ეშინოდა. შიგნით ოთახიდან თაგვების ფხაკაფხუკი ისმოდა. შკაფის უკან რაღაც ღრღნიდა. სოფელში ძაღლები ჰყეფდნენ და ერთი განფაში ედგათ. თვით რეზიკოს ყურებმაც რაღაც ბურბური დაიწყეს. ღეზიკო ისევ ლოგინში ჩაწვა, პირი პარკებისკენ ჰქნა. თავზე საბანი წაიხურა და მხოლოდ ცალი თვალი იჩინა. ბევრჯერ დახუჭა თვალი, მაგრამ ის დიდკამფეტიანი პარკი მოსვენებას არ აძლევდა, თითქო ჯიბრზე იქვე თვალწინ ედო.

დასძლია ბოლოს შიშსაც, სირცხვილსაც და ნელა-ნელა მიუახლოვდა პარკს და ჯერ ერთში ჩაჰყო ხელი: “რა ტკბილი იყო ის ინდის ხურმა! ბევრის ჭამა კი არ შეიძლება, დედა გაიგებს”. მერე მეორე ნახა. Bოლოს კამფეტების პარკშიაც ჩააპარა ხელი. ის იყო უნდა დიდი კამფეტი ამოეთრია, რომ უცებ რაღაცამ გაიფანთხალა, ეცა პერანგის სახელოში რეზიკოს და გაქანდა იღლიისაკენ.

- ვაიმე, მიშველეთო! - ერთი კი დაიყვირა რეზიკომ და ღრიალით ლოგინზე გაიშხლართა. იმის ყვირილზე საწყალი დედა ფეთიანივით წამოვარდა. გულგახეთქილი მივარდა რეზიკოს და გულში მიიკრა. ხან წყალი ასხეს, ხან ძმარი, როგორც იყო ძლივს მოასულიერეს.

თურმე თაგვს მიეგნო დიდი კამფეტის ფოჩებისთვის, თავის საბუდრისთვის ძალიან მოსწონებოდა და როცა იმას ფცქვნიდა, რეზიკომაც მაშინ შაჰყო ხელი. მეორე დღეს დიდ კამფეტს ვერც კი შეხედა ჩვენმა ქურდმა.

1901 წ.