ხოლო ხევსურეთის აღმოსავლის მთას იქით არს ფშავი, რომელსა შუაში უდის თეთრი არაგვი, და მოერთვიან ხევნი აღმოსავლით დასავლეთიდამ.
აქ ფშავსა შინა არს ეკლესია მეფის ლაშასაგან აღშენებული, რომელსა შინა არიან მრავალნი ხატნი და ჯუარნი ოქრო-ვერცხლისანი, ჭურჭელნი და წიგნნი, და უწოდებენ ლაშას ჯუარს, და აქუთ სასოება მას ზედა ფრიად.

ბატონიშვილი ვახუშტი

“აღწერა სამეფოსა საქართველოსა”