თედო რაზიკაშვილის მუზეუმი გორის რაიონის სოფ. ხელთუბანში


თედო რაზიკაშვილი მართალია ფშავში, სოფელ ჩარგალში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ თავისი ცხოვრების ყველაზე ნაყოფიერი წლები გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში გაატარა. აქ იგი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ 1890 წელს მასწავლებლად დანიშნა. თედო აქვე დაოჯახდა, სახლი აიშენა და სიცოცხლის ბოლომდე ხელთუბანში ცხოვრობდა.
ენციკლოპედიაში ამოვიკითხეთ, რომ თედოს გარდაცვალების შემდეგ მის სახლში მუზეუმი მოქმედებდა. გვინდოდა სახლ-მუზეუმს ვწვეოდით, მაგრამ იგი გაუქმებული აღმოჩნდა.
მოვინდომეთ სახლ-მუზეუმის აღდგენა, მაგრამ სახლიც გასხვისებული ყოფილა.
უკან აღარ დავიხიეთ და გადავწყვიტეთ ჩვენს მიერ დიდი შრომით მოპოვებული მასალები ხელთუბნის საჯარო სკოლაში, ერთ ჩვეულებრივ ოთახში გამოგვეფინა.

თედო რაზიკაშვილის მემორიალური კაბინეტის გახსნა



2007 წლის 19 მაისს, დილის 9 საათზე სკოლაში შევიკრიბეთ და დავიწყეთ სამუზეუმო მასალების გამოტანა

ავტობუსი უკვე მოსულია მძღოლი აქტიურად გვეხმარება ვფრთხილობთ, შუშები არ დაგვემსხვრეს

ხელთუბანი ახლოს ყოფილა, საათნახევარში ჩავედით

შევდივართ ხელთუბნის სკოლის შენობაში, სურათები ჯერ იატაკზე დავაწყვეთ

ყველას თავისი ჩაქუჩი აქვს წამოღებული, მაგრამ უფროსების დახმარება მაინც კარგი ყოფილა - ბატონი ანზორი ხელთუბნის სკოლის დურგალია.

ყოველ სურათს თავისი წარწერა სჭირდება.
წარწერები ირინეს საქაღალდეშია, ამიტომ ყველა მას დასდევს.

სახელდახელოდ სტენდიც მზადდება საგაზეთო პუბლიკაციებით.
სტენდის გაკვრაში რაზიკაშვილების სიძე (მარჯვნივ) გვეხმარება.

ჩვენი ნამუშევრით უფროსები კმაყოფილები არიან -
თბილისის №126 სკოლის დირექტორი, გორის რესურსცენტრის უფროსი,
№126 სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი-მშობელი,
ხელთუბნის სკოლის დირექტორი და №126 სკოლის პედაგოგი.

თედო რაზიკაშვილის მემორიალური კაბინეტი გახსნილია.
ყველაზე მეტად მეშვიდეკლასელებს უხარიათ.

თედო რაზიკაშვილის ვებ-გვერდის პრეზენტაცია გახსნა
თბილისის №126 სკოლის დირექტორმა ხათუნა ბარაბაძემ.

პირველ რიგში სხედან ხელთუბნელი მოსწავლეები, მეორეში - თბილისელები.

ვარდისფერ კოსტუმში ზის თამარ რაზიკაშვილი - ვაჟა-ფშაველას შთამომავალი,
რომელიც გორში ცხოვრობს და საბავშვო ბაგა-ბაღის გამგეა.

ვებ-გვერდს უჩვენებს №126 სკოლის მოსწავლე რატი შოთაშვილი.

ვაჟა-ფშაველას და თედოს წერილებს კითხულობენ #126 სკოლის მოსწავლეები:
ნიკა გორგიშელი და მეგი სარჯველაძე.

სიტყვით გამოდის თედოს შვილიშვილი ქალბატონი მზია და ცრემლებს ვერ იკავებს.

მადლობის სიტყვებს ამბობს და გრძნობებს ვერ იკავებს ლელა რაზიკაშვილი –
ბაჩანას შთამომავალი - ჩარგლის სახლ-მუზეუმის დირექტორი.


თედო რაზიკაშვილის კაბინეტი მისი გახსნიდან მალევე ამოქმედდა.
უფროსკლასელები ლელა ტერმაკოზაშვილი და ნინო შავლოხაშვილი უმცროსკლასელებს ექსკურსიას უტარებენ.