ვაჟკაცის სიკვდილი

საბრალო არის ვაჟკაცი,
შავი მიწის ტყვედ გამხდარი;
სიჭაბუკისა ყვავილი
უდრო-უდროოდ დამჭკნარი
და ეტლი წუთისოფლისა
ნახევარ გზაზედ დამდგარი.
ბრალია იმისი დედა,
საწყალი ცრემლში ჩამხრჩვალი,
ბრალია იმისი ცოლი,
ლამაზი ქვრივად დამრჩალი,
იმისი ქორფა დისგული,
ახალ ცვილივით დამდნარი.
იმისი ტურფა ქოჩორი,
ჩიტის საბუდრად გამხდარი,
იმისი კოხტა ულვაში,
იმის მკლავები მაგარი;
მისნი თვალნი და ბაგენი,
როგორც სანთელი ჩამქრალი.
იმისი ცხენი ზერდაგი
მწარე ლოდინით გამხდარი,
პირდალეული ფრანგული
მამლისათვის დამდგარი;
მაღლა კი მზე და სინათლე,
ცხოვრებისათვის გამხდარი!!

1893 წ.