გ. წერეთელის გარდაცვალების გამო

“კიდევ სიკვდილი ტიალი
კიდევ ზედმეტი ზვარაკი!
კიდევ აივსო ცრემლითა
სამშობლო ქვეყნის ჭალაბი.
მცირდება მამულიშვილთა
ისეც მცირედი ბანაკი!
აქა-იქ მოჩანს მებრძოლნი
ჭაღარა შეშვენებულნი,
სამშობლოს ჭირისუფალნი,
ქვეყნისთვის თავდადებულნი!
გემთხვევით მარჯვენაზედა!
მე თქვენამც გენაცვლებითა!
სამშობლოს ბედის მზიდველნო
ღვაწლ შემოსილი ქედითა!

დაიდგა ძეგლი უკვდავი,
თვით უმაგრესი რვალისა.
გვასწავლავ თავის დადება
გადახდა ქვეყნის ვალისა.
აგვიგზნე გულში იმედი
ნათელი მომავლისა!

1900 წ.