ილიას გარდაცვალების გამო

ეხლა მოკლეს... მაგრამ ამით
არ გამქრალა ქართლის კერა
ისევა გვწამს საქართველო.
არც ვინ ვფიქრობთ სხვაფრივ ჯერა.
არც სულ გავწყდით, საზიზღარო,
ჯერ ბევრნი ვართ; - არა გვჯერა!!
არ მაშინებს შენი, გველო,
მგელ კაცური შემობღვერა,
წმინდა სისხლით ხელ-მოსვრილო,
რასა ფიქრობ, ან არ გჯერა?
გასწი! გასწი! სულ შენ გწყევლის
წყლის ჩქრიალი, ჩანჩქერთ ჩქერა,
ტყის შრიალი, ბალახთ ფშვინვა,
ფრინველების ხმა და სტვენა.

1907 წ.