შთამომავლები

თედო რაზიკაშვილის შთამომავლებს ეძებენ და ინფორმაციას აგროვებენ მე-6III კლასის მოსწავლეები.




2007 წლის 9 მაისს "თედოს ჯგუფი" თბილისში, ქობულეთის ქუჩაზე, სახლში ეწვია თედოს შვილიშვილს, ქალბატონ მზიას.
შეხვედრა თბილი და ამაღელვებელი იყო. მასპინძელმა საოჯახო ფოტოალბომი გამოგვიტანა და ბევრი საინტერესო ამბავი გაიხსენა.
ორი საათი შეუმჩნევლად გავიდა.