თედოს ოჯახი

ამ ფოტოს
ლიტერატურის მუზეუმში მივაგენით.

ფოტოზე აღბეჭდილია
თედო რაზიკაშვილი
ოჯახით

სხედან:

თედოს დისწული - მიხა რაზიკაშვილი,
თედო რაზიკაშვილი,
თედოს მეუღლე თინათინ იშხანაშვილი.

დგანან და წამოწოლილია:

თედოს ქალიშვილები:
გულქანი, ეთერი, ნინო და ელენე (გუგული)

თედოს მინაწერი ფოტოზე -

"24 აპრილი 1911 წელს ჩემს ძვირფას ძმას სანდროს ჩვენს მოსაგონრად. იქნება, ძმაო, ჩვენ დავიხოცნეთ (აბა ამაში რა ეჭვია?) და ამ სურათით წარმოგვიდგინე ხოლმე. ჯერ კი დიდხანს გვაცოცხლოს ღმერთმა - ეს ოხერი სიცოცხლე ძალიან ტკბილია.

შენი ძმა თედო რაზიკაშვილი"