თედოს და-ძმანი


გიორგი რაზიკაშვილი

გიორგი ძმებში ყველაზე უფროსი იყო. უმაღლესი იურიდიული განათლება რუსეთში მიიღო. დასახლდა თიანეთში, სადაც ვექილად მუშაობდა. გარდაიცვალა სრულიად ახალგაზრდა ისე, რომ დაცოლშვილება ვერ მოასწრო.

ლუკა რაზიკაშვილი


ვაჟა ფშაველა

ნიკო რაზიკაშვილი


ბაჩანა

სანდრო რაზიკაშვილი

რაზიკაშვილების ნაბოლარა ძმა.

ფოსტა-ტელეგრაფის მუშაკები


მათ შორისაა სანდრო რაზიკაშვილი, მარცხნიდან მე-2, მეორე რიგში.
1903 წელი, ფოტოს ავტორი რ.ნ. კაგიასი

ეთერ რაზიკაშვილი ასე იგონებს:

საერთოდ, ძმებს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.
ბიძაჩემის, ვაჟას მოსვლა ჩვენს ოჯახში დღესასწაულს უდრიდა. მამაჩემიც მაშინვე შეატყობინებდა თავის ყოფილ მასწავლებლებს ნიკო ლომოურსა და კოტე გარაყანიძეს, მათთან ერთად წამოვიდოდა სიმღერის მასწავლებელი სიმონ გოგლიჩიძე.
მოხდიდა მამაჩემი ხელთუბნის მარანში "ვაჟას საზედაშე" ორმოც კოკიან ქვევრს და იწყებოდა სტუმრიანობა.
ბიძაჩემი ვაჟა ძალიან გულთბილად და დიდი სიყვარულით გვექცეოდა.
განსაკუთრებით უყვარდა ჩემი უფროსი და გულქანი, რომელსაც ჩვენი დიდედის (მამაჩემის დიდი დედის) სახელი ერქვა.