ჭრიჭინა და ტოტი

(იგავი)

ვენახს რწყავენ, ჭრიჭინასი
სორო წყალმა ამოავსო;
გაიწუწა, აღარ შერჩა
მშრალი აღარც ერთი ასო.
როგორც იყო ბუდიდამა
ამოფოფხდა ძალით, ხერხით,
რა ქნას, ვეღარ გაცურდება
და ვერც გამოჰტოპავს ფეხით!
იხრჩობოდა. იმის ბედზედ
წყალს მოჰქონდა ნერგის ტოტი,
ჭრიჭინასაც ეს უნდოდა,
ძედ შეახტა, როგორც ბოტი.
მოეჭიდა მიიხუტა,
შემოეჰხვია ორივ ეშინიან,
ახლა აღარ ეშინიან,
ღმერთი არის საწყლის მშველი.
გამოსწია მხსნელმა ნავმა,
გამორიყა ნაპირს წყალმა,
წყალს მადლობა წყლიდან ხსნილმა
უთხრა სიხარულით მთვრალმა,
ტოტს კი ფეხი გაუქნია,
ისევ წყალში შეაცურვა,
არ მოგიკვდეთ იმისათვის
არც იწუხა, არც იურვა!

1893წ.