თედოს დროინდელი საქართველო


ჩარგლის ხედი

ძმები რაზიკაშვილები ჩარგალში ცხოვრობდნენ. მათი მამა - პავლე სოფლის მღვდელი იყო. ოჯახში ექვსი ბავშვი იზრდებოდა. ყველანი შრომობდნენ და მშობლებს ეხმარებოდნენ.
თედომ ჩარგალში გატარებული წლები საინტერესოდ აღწერა თავის ავტობიოგრაფიაში.

გორის საოსტატო სემინარია

ამჟამად მის ადგილზე გორის მე-9 საჯარო სკოლის ახალი შენობა დგას. ეს იყო ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარია, რომელიც გაიხსნა 1876 წელს და ამზადებდა დაწყებითი სკოლის მასწავლებლებს.
ჰქონდა სამი კურსი, სწავლა მიმდინარეობდა რუსულ ენაზე. ცალკე საგნებად ისწავლებოდა ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ენები. სემინარიასთან არსებობდა დაწყებითი სკოლა, სადაც სემინარიელები პედაგოგიურ პრაქტიკას გადიოდნენ. სემინარიელების საყვარელი მასწავლებლები იყვნენ მიხეილ (მიშო) ყიფიანი და ნიკო ლომოური. სემინარიაში უსწავლიათ ვაჟა ფშაველას, ნიკო და თედო რაზიკაშვილებს, ლადო აღნიაშვილს, ნიკო ჯანაშიას და სხვებს.

თელავის საოსტატო სემინარია

თედო რაზიკაშვილის სახლი სოფელ ხელთუბანში

1890 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თედო მასწავლებლად დანიშნა სოფელ ხელთუბანში.
თედო მალე დაოჯახდა, თავისი ხელით აიშენა სახლი, ხელი მოჰკიდა მეურნეობას და თავის ტრაგიკულ სიკვდილამდე ამ სახლში ცხოვრობდა.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა

საზოგადოების დაარსებიდან 25 წლისთავი

ჟურნალ “ჯეჯილის” თანამშრომლები
ჟურნალის დაარსებიდან 10 წლისთავისათვის.

1890-1900 წლები.
ეკატერინე გაბაშვილი, ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა, აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, ბაბო ციციშვილი, ლადო აღნიაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა ფშაველა, თედო რაზიკაშვილი, დუტუ მეგრელი, გიორგი იოსელიანი, პეტრე მირიანაშვილი, მიხეილ ლელაშვილი.

დიდუბის ეკლესია XX ს. დასაწყისში

აქ, დიდუბის პანთეონში გადმოასვენეს თედო ხელთუბნიდან 1922 წლის 19 თებერვალს.


თედოს დროინდელი თბილისი

ფოსტა-ტელეგრაფის მუშაკები

მათ შორისაა სანდრო რაზიკაშვილი, მარცხნიდან მე-2, მეორე რიგში.
1903 წელი, ფოტოს ავტორი რ.ნ. კაგიასი


ბათუმი XIX საუკუნის ბოლოს



დუშეთის ხედები