თედოს დროინდელი საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლები


ნიკო ლომოური


გორის საოსტატო სემინარიის მასწავლებელი

მიშო ყიფიანი


გორის საოსტატო სემინარიის მასწავლებელი

ნიკო ჯანაშია


თედოს სემინარიელი მეგობარი

თედო სემინარიელ მეგობრებთან ერთად


შიო მღვიმელი, ივანე ბუქურაული, თედო რაზიკაშვილი და უცნობი პიროვნება

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა

1849-1932


ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა
ქართველი საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე იყო.
განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საბავშვო ჟურნალისტიკის განვითარებაში. 1890 წელს დააარსა ჟურნალი “ჯეჯილი”, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში.
ანასტასიას მშობლიური სოფელი ხელთუბანი იყო. 1884 წელს მან სოფელში, თავის სახლში, გლეხის ბავშვებისათვის დაწყებითი სკოლა გახსნა. სკოლის გახსნას აკაკი წერეთელი დაესწრო და გლეხებს სიტყვით მიმართა.
1890 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ხელთუბნის სკოლაში მასწავლებლად თედო რაზიკაშვილი დანიშნა, სკოლის მზრუნველი საზოგადოების მხრიდან კი ანასტასია იყო.

ნინო ნაკაშიძე

1872-1963


ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. 1910-28 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ “ნაკადულს”. მან დიდი ამაგი დასდო ქართული საბავშვო წიგნების გამოცემის საქმეს. ამავე დროს იყო პირველი ქართული საბავშვო თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი. შემონახულია მისი საქმიანი, და ამავე დროს, გულთბილი წერილები თედო რაზიკაშვილისადმი (იხილე აქვე, წერილებში)