გილოცავთ ახლის წელითა

***
გილოცავთ ახლის წელითა,
გლოცავთ მეუფის ხელითა,
გიმატოსთ დღე და სიცოცხლე,
დაბერდით თეთრი წვერითა.
მრავალს და მრავალს ახალ წელს
მშვიდობით დაესწრენითა!

მე გლოცავთ, ღმერთმა დაგლოცოსთ
როგორც თქვენს გულსა სწყურიან!
გვიცოცხლოს ჩვენი სამშობლოც,
ირგვლივ რომ მტრები უვლიან.
აკმაროს სისხლი და ცრემლი,
რაც დღემდის მოუწერია!!

1892 წ.