ფიქრი მოსწავლისა

გვითხოვენ საშობაოდა,
გულმა დამიწყო ღონება,
აქ აღარ დგება, სახლისკენ
მიფრინავს ჩემი გონება.
ნეტავი კიდევ მაღირსა
დედის კალთაში გორება!
დედა-ჩემს გზებზედ თვალი აქვს,
ვიცი შვილს ელოდინება.
ვიცი იტირებს მალი-მალ,
ცრემლები მოედინება;
ნუ სტირი, დედა, გენაცვა,
ნურც ცრემლი მოგედინება.
მე აქ ვისწავლი, ვეცდები,
უფალმაც ასე ინება.
შენ რომ დაღვარე ეგ ცრემლი
სწავლაში დამეხმარება.
ვისწავლი შენდ ა სამშობლოს
ორივეს გაგეხარება.
კაცი ის არის, ვინც მამულს
თვით სწავლით მოეხმარება.

1893წ